მთავრობის დადგენილება OGP-ის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 3 ოქტომბერი 2014

2014 წლის 18 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ OGP-ის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ დადგენილება (№557) გამოაქვეყნა. გეგმაში დეტალურად არის გაწერილი ის 27 ვალდებულება, რომელიც 16-მა სახელმწიფო უწყება 2015 წლის დასრულებამდე უნდა შეასრულოს.

 

2014-2015 წლების სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებები პარტნიორობის 4 გამოწვევას პასუხობს. პირველი საჯარო მომსახურების გაუმჯობესებაა, რომლის ფარგლებშიც იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის სახლი რამდენიმე პროექტს განახორციელებენ, მაგალითად, სადაზღვეო პოლისის მიღება იუსტიციის სახლში იქნება შესაძლებელი, აქვე მომხმარებელი ნახავს „მომხმარებლის ხმის“ აპარატს, სადაც სერვისთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების საშუალება ექნება, აგრეთვე ამოქმედდება just drive და მანქანიდან გადაუსვლელად მიიღებენ მომსახურებას.

ამავე გამოწვევის ფარგლებში განვითარდება საზოგადოებრივი ცენტრები, მოხდება საჯარო ბიბლიოთეკების მოდერნიზება, მოქალაქის პორტალს my.gov.ge -დაემატება ახალი სერვისები და შეიქმნება ღია მონაცემების პორტალი data,gov.ge

მეორე გამოწვევა საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლებას ეხება. სწორედ ამ გამოწვევის ფარგლებში უნდა ჩამოყალიბდეს საჯარო სამსახურში მიღების მიუკერძოებელი წესები, შეიქმნას ინფორმაციის თავისუფლების აქტი და პეტიციების პორტალი i-change.ge. აგრეთვე უნდა გამოქვეყნდეს ფარული მიყურადების სასამართლო სტატისტიკა და შემუშავდეს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგის მექანიზმი.

საჯარო რესურსების უკეთესი მართვა OGP -ის მესამე გამოწვევაა, რომლის საპასუხოდ საქართველომ საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება უნდა უზრუნველყოს, ეროვნული არქივის ხელმისაწვდომობა გაიზარდოს და შსს-ს არქივის კატალოგი უნდა გამოქვეყნდეს.

 

ბოლო, მეოთხე გამოწვევა უსაფრთხო გარემოს შექმნას გულისხმობს. მის ფარგლებში შეიქმნება კრიმინოგენური ინტერაქტიული რუკა, სადაც მოქალაქე ინტერნეტის საშუალებით, დაინახავს მისთვის სასურველ ტერიტორიაზე რა კრიმინოგენური ვითარებაა. გარდა ამისა, ამავე გამოწვევის ფარგლებში შეიქმნება 112-თან დაკავშირების სხვადასხვა არხები, შშმ პირებს გაუადვილდებათ შეტყობინების გაგზავნა და ცენტრთან დაკავშირება მაშინაც იქნება შესაძლებელი თუ მობილური აპარატი გასულია მომსახურების ზონიდან.

2014 -2015 წლების სამოქმედო გეგმა მთავრობამ მიმდინარე წლის 5 სექტემბერს დაამტკიცა. გეგმის შემუშავებაზე ერთობლივად მუშაობდნენ როგორც სახელმწიფო უწყებები, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, გაიმართა საჯარო კონსულტაციები მთელი საქართველოს მასშტაბით. გეგმის ჩამოყალიბების პროცესს კოორდინირებას უწევდა ,,ღია მმართველობა-საქართველოს” ფორუმი, რომელიც საჯარო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024